კროოსმა „რეალის“ შემადგენლობაში საიუბილეო მატჩი ჩაატარა
„სევილიასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩი ნახევარმცველ ტონი კროოსისთვის მადრიდის „რეალის“ მაისურით 50-ე გახდა.
ამჟამად ტონის ანგარიშზე პრიმერაში 33 მატჩი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 შეხვედრაა. გარდა ამისა, კროოსმა ესპანეთის თასზე, სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯამში ექვსჯერ ითამაშა და მონაწილეობა უეფას სუპერთასშიც მიიღო. მადრიდულ კლუბში გერმანელის მონაგარი ორ გოლსა და თხუთმეტ შედეგიან გადაცემას შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ 2014 წელს შეუერთდა. არაოფიციალური ინფორმაციით, „რეალმა“ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ მიუნხენის „ბაიერნს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა.