სიმეონე: “დარწმუნებული ვარ, მესამე ადგილს დავიკავებთ”
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მადრიდის “ატლეტიკო” ბილბაოს “ატლეტიკს” ნულოვანი ფრით დაუზავდა, “ლეიბებთა” თავკაცს სჯერა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ზონაში აუცილებლად მოხვდებიან.
გუშინდელ შეხვედრაში, ანტუან გრიზმანს და ტიაგუ მენდეშს მსაჯმა ორი გოლი გაუუქმა, მაგრამ არგენტინელ სპეციალისტს ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
“არ ვფიქრობ, რომ შეხვედრა განსხვავებული შედეგით უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა მსაჯს შეეძლო, უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო”.
“მეორე ტაიმში “ატლეტიკოს” თამაში მომეწონა. ბრწყინვალე იყო ბიჭების თავდადება, რომლის წყალობითაც სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს”.
“დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევძლებთ ჩემპიონთა ლიგის ზონაში სეზონის დასრულებას. ჩვენი მიზანი მესამე ადგილია,”-შეაჯამა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებს 76 ქულა აქვთ და მეოთხე-მეხუთე ადგილოსან “ვალენსია”-“სევილიას” შვიდი ქულით უსწრებს.