იკერ კასილასმა ხამეს როდრიგესს არ დაუჯერა (ვიდეო)
2 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “სევილიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე, “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა.
იმ დროს, როცა კარლოს ბაკა თერთმეტმეტრიანს ასრულებდა, ხამეს როდრიგესმა კასილასს ხელით მიანიშნა, თუ რომელ კუთხეში დაარტყამდა “სევილიას” ფეხბურთელი. კოლუმბიელმა ნახევარმცველმა დარტყმის კუთხე მართლაც გამოიცნო, თუმცა კასილასმა თანაგუნდელს არ დაუჯერა.