ქართული ფეხბურთის მშვენება
საქართველოს ჩემპიონატი მაყურებლებს დიდი სანაობით რომ ვერ ანებივრებს, ამაზე მატჩების ხარისხი, ჩვეულებრივი მაყურებლების დასწრება და კიდევ არაერთი ფაქტი მეტყველებს. თუმცა, ყველაფერს პატარა ნათელი წერტილიც აქვს – გამონაკლისს არც უმაღლესი ლიგა წარმოადგენს. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ყოველთვის ჩემპიონატის მშვენებად ითვლებოდა – ამ ორი გუნდის ყოველი შეხვედრა, როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზე, დაძაბულობის პიკს აღწევს და ორივე მხარეს თავისი ქალაქის გუნდის პრინციპული მეტოქის დამარცხების დიდი სურვილი აქვს. ამას თუნდაც შაბათს გამართული შეხვედრა ადასტურებს.
ჯამში „დინამოსა“ და „ტორპედოს“ შორის საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით 59 მატჩი ჩატარდა. აქედან 30 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, 15 თამაშში კი ქუთაისელებმა იმარჯვეს.
იმ სეზონში, როდესაც „ტორპედო“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ქუთაისში გამართული შეხვედრა თბილისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. 2010 წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა „ტორპედომ“ თბილისელებთან პირველ ოქტომბერს გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა, ბოლო წრეში თბილისში გამართულ მატჩში კი ქუთაისელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.
საინტერესო იყო 2011/12 წლების სეზონის შეხვედრები. იმ სეზონის დაწყების წინ „დინამოში“ დიდი ცვლილებები განხორციელდა – კლუბი რომან ფიფიამ შეიძინა და ამ პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექს გარსიას დანიშვნასთან ერთად აღსანიშნავი ჩისკოს, მიკელ ალვაროს, ალბერტ იაგუესა და კოტოს ტრანსფერებიც იყო. ამ მოთამაშეებზე დიდ იმედს ამყარებდნენ, კლუბმა კი დიდი მიზნები დაისახა. იმ სეზონში „დინამო“ უეფას ევროპის ლიგის პლეიოფამდეც მივიდა, სადაც ათენის აეკ-თან დამატებით დროში გოლი გაუშვა და ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა.
„ქართულ კლასიკოდ“ წოდებული პირველი შეხვედრა იმ სეზონის ოქტომბერში შედგა, როდესაც გადატანილ მატჩში „ტორპედომ“ შინ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თუმცა თვენახევარში თბილისურ შეხვედრაში „დინამოელებმა“ რევანში აიღეს და ანგარიშით 2:0 მოიგეს. იმავე სეზონში ქუთაისში შემდგარი მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მაისში კი „დინამო“ შინ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მეორე ნახევრის 73-ე წუთამდე ანგარიში უცვლელი იყო, შემდეგ კი თავი თბილისელთა მაშინდელმა კიდევ ერთმა ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გამოიჩინა, რომელმაც შორეული დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა და, როგორც აღმოჩნდა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 3:2 დააფიქსირა. ალვაროს გოლის შემდეგ სამ წუთში მეორე ყვითელი ბარათი გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო. 88-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილმა მეტოქე თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, მსაჯმა კი ის ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და, შესაბამისად, „დინამოს“ მცველი გააძევა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ბოლო წითელი ბარათი არ ყოფილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მთავარ არბიტრს მეკარე თორნიკე ზარქუას გაძევებაც მოუწია, რომელსაც ქუთაისიდან ჩამოსულ ფანებთან შელაპარაკება მოუვიდა. საბოლოოდ, 8 კაცით დარჩენილმა „დინამომ“ 10-კაციან მეტოქეს პრინციპულ შეხვედრაში მოუგო.
როგორც შემდგომ გაირკვა, მატჩის მიმდინარეობისას „ტორპედოს“ რამდენიმე მხარდაჭერმა თბილისის „დინამოს“ ფანკლუბ „გლადიატორების“ ავტობუსს ქვები ესროლა.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯერჯერობით ბოლო „ქართული დერბია“, რომელშიც „ტორპედო“ არ დამარცხებოდა. „დინამოს“ ქუთაისელებთან მოგებათა სერია იმ სეზონის ბოლო პრინციპული მატჩის შემდეგ დაიწყო. ოთხ მაისს უკვე გაჩემპიონებული დუშან უჰრინის ფეხბურთელები იმერლებს „დინამო არენაზე“ მასპინძლობდნენ, მატჩის შემდეგ კი უმაღლესი ლიგის თასი უნდა მიეღოთ, ასე რომ, პრინციპული მეტოქის დამარცხება ორმაგად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.
იმ სეზონში თბილისელებმა 78 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 10 ქულით აჯობეს.
მეორე ტაიმში „დინამო“ ანგარიშით გათანაბრებას ცდილობდა, მიზანს კი მხოლოდ 78-ე წუთზე მიაღწია, როდესაც „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კვლავ პენალტი დაინიშნა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ლევან ხმალაძე მივიდა, რომელიც, დვალთან შედარებით, ზუსტი აღმოჩნდა – 1:1. დარჩენილ დროში „დინამო“ შეტევას აგრძელებდა, ერთ-ერთი კარგი შანსი პატრიკ ვუოს ჰქონდა, რომლის დარტყმული მეკარე მაქსიმე ქვილითაიას კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე კუთხურის შემდეგ ძლიერი დარტყმით გიორგი გველესიანმა თავისი გუნდი დააწინაურა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა. საბოლოოდ, 10 კაცით თამაშის მიუხედავად, „დინამომ“ აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.
უშეღავათო ბრძოლა, თამაში ბოლო წუთამდე და მუდმივი დაძაბულობა – ასეთი დონის მატჩები საქართველოს ჩემპიონატში პროგრესის იმედსა და სტადიონზე სიარულის მიზეზს უნდა გვაძლევდნენ. გადახედეთ თუნდაც შეხვედრების ფოტო და ვიდეო მიმოხილვებს, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.