დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენტ დღის გამორჩეულ სატრნასფერო ამბებს.
ლივერპული აზიის საუკეთესო ფეხბურთელს იმატებს
“ლევერკუზენის” ფორვარდი სონ ჰონგ-მინი “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ინფორმაციას მოთამაშის აგენტი, ტის ბლიმაისტერი ავრცელებს.
პორტუს ნოლიტო სურს
“სელტას” ფორვარდი, ნოლიტო, შესაძლოა, პორტუგალიის ჩემპიონატში გადაბარგდეს. შემტევის მიმართ ინტერესს “პორტუ” იჩენს, რომელიც ნოლიტოს ჯექსონ მარტინესის შემცვლელად მოიაზრებს.
სპარტა როსიცკით დაინტერესდა
პრაღის “სპარტა” სამშობლოში ტომაშ როსიცკის დაბრუნებას აპირებს. 34 წლის მოთამაშე “არსენალში” ირიცხება, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტი გახდება.
მანჩესტერი და პსვ ფეხბურთელებს გაცვლიან
პსვ-ს სპორტულმა დირექტორმა, მარსელ ბრანდტსმა “მანჩესტერიდან” ადნან იანუზაის გადაბირების შესაძლებლობა არ გამორიცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი, შესაძლოა, მემფის დეპაის ტრანსფერში იყო ჩართული.
ჩელსი – ლუის ადრიანო და დუგლას კოსტა
ლონდონის “ჩელსი” შემადგენლობის გაძლიერებას “შახტარის” ორი მოთამაშით, ლუის ადრიანოთი და დუგლას კოსტათი სურს. დონეცკელთა ფორვარდით “რომაც” ინტერესდება.