“დინამომ” “მგზავრებს” მეორეც მოუგო
თბილისის სპორტის სასახლეში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის „დინამო“ და „მგზავრები-არმია“ წარსდგდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გამარჯვებით დასრულდა.
სერიის მეორე მატჩი „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათი დამაჯერებლი გამარჯვებით 23-16 დასრულდა. მოპოვებული უპირატესობის შენარჩნება მასპინძლებს არც მეორე ნახევარში გასჭირვებიათ. „მგზავრების“ თამაშის შემოტრიალების ნებისმიერ მცდელობას „დინამოელები“ გააქტიურებით პასუხობდნენ და დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობითაც, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავიდნენ.
მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „არმიელთა“ მაქსიმუმი სხვაობის 8 ქულამდე შემცირება აღმოჩნდა, რის შედმეგაც ხოშტარიას გუნდმა მეტის გაკეთების საშუალება მეტოქეს არ მისცა და სერიის მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად, 16 ქულიანი სხვაობით, 86-70 მოიგო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „მგზავრების“ ლეგიონერი, ჯექსონი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 20 ქულა მოუტანა. „დინამოს“ კი შერმანმა (15 ქ.) და ლონდარიძემ (14 ქ.) ულიდერეს. სერიის მესამე შეხვედრა, რომელიც დიდი ალბათობით ამ გუნდების დუელის გამარჯვებულს გამოავლენს პარასკევს, 8 მაისს შედგება.