20-წლამდელები ლისაბონში ალაფის მოლოდინში
როვნული ჩემპიონატის დიდი ფინალის ციებ-ცხელება კულმინაციას ხვალ 16 საათზე მესხის სტადიონზე წლის დამაგვირგვინებელი რკენით მიაღწევს, რომელშიც ერთმანეთ მოქმედი ჩემპიონი ლელო სარასენსი თბილისის ლოკომოტივს ეთამაშება.
ლისაბონში, კი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის სტარტის მოლოდინში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ადგილზე აგრძელებენ მზადებას. ჩვენი 20 წლამდელები, რომლებიც, ტურნირისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და 4 შეკრება გაიარეს, პორტუგალიის დედაქალაქში ორი დღის წინ ჩავიდნენ. წუხელ გუნდმა მგზავრობის შემდეგ აღდგენა გაიარა, ხოლო დღეს უკვე ორჯერ სრულფასოვნად ივარჯიშა. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით ახალგაზრდა ბორჯღალოსნები კარგ ფორმაში არიან და სრული ძალებით ემზადებიან პირველი მატჩისთის, რომელშიც ჩვენი ნაკრები ურუგვაელ თანატოლებს 12 მაისს, საქართველოს დროით 20 საათზე ეთამაშება.
20-წლამდელების სამატჩო რაზმი შეხვედრამდე 24 საათით დასახელდება. მსოფლიო რაგბის განცხადებით, შარშანდელი ჰონკონგის ტურნირისგან განსხვავებით, ალაფის წლევანდელი მატჩები ინტერნეტ სთრიმის მეშვეობით გადმოიცემა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელების ალაფა 2015
წლევანდელი ტურნირი 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ლისაბონში გაიმართება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ‘ა’ ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა ნაკრები გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო – ურუგვაი 20:00 სთ
16 მაისი საქართველო – ფიჯი 20:00 სთ
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
ტურნირის განრიგი სრულად>>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/fixtures
ასევე იხილეთ:
20-წლამდელების სატურნირო რაზმი
ქართველი 20-წლამდელები წარმატებული კამპანიის გაგრძელების იმედით
Rugby.GE