SBM LEAGUE 2014/15: საპლეიოფო შაბათ-კვირა
9-10 მაისს, ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია ტრადიციულად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.
ამ უქმეების მთავარი ინტრიგა ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებებია. გარდა ამისა კალენდარული ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგისა და გაერთიანებული ლიგის გუნდები.
შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრით გაიხსნება. კნაუფი, ჩემპიონატის კიდევ ერთ დებიუტანტს, გორგიას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ კანუფმა პირველ ტურში თრეველკემპ ჯორჯიასთნ დათმო, ხოლო გორგიასთვის ეს სადებიუტო მატჩია ლიგაში.
09.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური
12:00 კნაუფი – გორგია
13:00 სთ-დან კი ბრინჯაოს ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირებები აიღებს სტარტს. ჯგუფურ ეტაპზე გამოვლენილ ათ საუკეთესო გუნდს, ვერცხლის ლიგის პლეიოფს მიღმა დარჩენილი ექვსი გუნდი შეუერთდა და შესაბამისი წყვილებიც გაირკვა.
განსაკუთრებულ ინტერესს ორი წყვილის დაპირიპირება იწვევს. ბ ჯგუფის ფავორიტი კასპის „გენერალი“, ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ VIVUS.GE -ს შეხვდება. ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების ორთაბრძოლა კასპელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. შესაბამისად სასწორზე 1/4 ფინალის საგზურის გარდა, რევანშის აღების სურვილიც დევს. აღნიშნული დაპირისპირება 16:00 სთ-ზე დაიწყება.
მეორე გამორჩეული პაექრობა შაბათის სათამაშო დღეს დაასრულებს. 19:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ ა ჯგუფის გამარჯვებული, „ქლინინგ სერვის გრუპი“ და ბ ჯგუფის მეორე ადგილოსანი საქართველოს ფოსტა წარსდგებიან.
1/4 ფინალისტების ვინაობა ერთ რაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.
09.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/8 ფინალი
13:00 ივერიაბეთი – მფკ ტატიშვილი
14:00 ბაქსვუდი – სდსს
15:00 რუსთავი 2 – ევროკრედიტი
16:00 გენერალი (კასპი) – VIVUS.GE
17:00 პროკრედიტი – პალიტრა
18:00 საქრუსენერგო – გუჯარი (მცხეთა)
19:00 საქართველოს ფოსტა – CSG
10 მაისის სათამაშო დღეც გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრით აიღებს სტარტს. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველ შეხვედრას ჩაატარებენ შანგრილასა და რუსთავის მერიის გუნდები.
10.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური
12:00 შანგრილა – რუსთავის მერია
უქმეების საპლეიოფო ვნებათაღელვა ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებით განახლდება.
რეგულარულის გამარჯვებული, საქართველოს ბანკი 2 „საბანკო დერბიში“ ბანკ რესპუბლიკას დაუპირისპირდება. საინეტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი GWP – ვითიბი 2-სა და BP GEORGIA – სნიკერსს შორის.
10.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (პირველი რაუნდი)
14:00 GWP – ვითიბი 2
18:00 BP GEORGIA – სნიკერსი
19:00 საქართველოს ბანკი 2 – ბანკი რესპუბლიკა
20:00 კრედო – ტატიშვილი
კვირასვე სუპერლიგის XV ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურის ცენტრალური დაპირისპირება პროგრეს ბანკსა და სკ ჯვაროსნებს შორის შედგება. ამ უკანასკნელებს პლეიოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი ოთხივე შეხვედრის მოგება მართებთ, თავის მხრივ მეტოქის ქულების დაკარგვით ყველაზე მეტად სწორედ „ბანკირები“ იხეირებენ.
10.05.2015. სუპერლიგა. XV ტური
13:00 FC TTC – DHL
15:00 პროგრეს ბანკი – ს.კ ჯვაროსნები
16:00 დინამო (ბთ) – FC PSP
17:00 შსს – UG
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური