ინძაგიმ პრინციპულ მატჩზე ხუთი ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე გამოიძახა
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „რომასთან“ იტალიის სერია ა-ს დღევანდელი მატჩის განაცხადი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის ერთდროულად „როსონერის“ ახალგაზრდული გუნდის ხუთი წევრია, რომელთა შორის სტეფანო გორი, ჯანფილიპო ფელიჩოლი, ალესანდრო მასტალი, ანდრე მოდიჩი და ჰაჩიმ მასტური მოხვდნენ.
„შავ-წითლების“ სრული განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება: აბიატი, ლოპესი, გორი, აბატე, ანტონელი, ალექსი, ბოკეტი, ბონერა, მექსესი, პალეტა, საპატა, დე იონგი, პოლი, სუსო, ვან გინკელი, ფელიციოლი, მასტალი, მოდიჩი, ბონავენტურა, დესტრო, ჰონდა, მასტური, პაცინი.