იტალია: 35-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იტალიური სერია ა-ს 35-ე ტურის პრევიუს.
მილანი რომის წინააღმდეგ
გასულ წლებში მილანური და რომაული კლუბების დაპირისპირება დიდ ინტერესს მიიპყრობდა, თუცმა ახლა გუნდებს საუკეთესო პერიოდი არ უდგათ. მართალია, “რომა” და “ლაციო” მოწინავე სამეულში არიან, თუმცა ამ გუნდების ისტორიაში უკეთესი პერიოდებიც ყოფილა, “ინტერი” ევროპის ლიგის საგზური ოცნებობს, “მილანი” კი მიმდინარე სეზონში უკვე არაფრისთვის აღარ იბრძვის…
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე “რომა” “ლაციოს” ერთი ქული თუსწრებს, ორ კვირაში კი ამ გუნდების რომაული დერბით ელით, თუმცა “რომას” გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ამ მოემნტისთვის მათ საყვარელ გუნდს მარადიულ მეტოქესთან უკვე სოლიდური ჰანდიკაპი ექნებათ. “ინტერის” შემდეგ სტეფანო პიოლის შეგირდები “სამპდორიას” ხვდებიან, “რომას” კი “უდინეზესთან” ელის გაცილებით მარტივი მატჩი.
ამ კვირშიც “რომას” შედარებით იოლი დაპირისპირება ელის. “მილანი” უკვე უთი ტურია ვერ იგებს და სეზონის დასკვნით ნაწილს კოშმარულად ატარებს. რომაელებს კი პირიქით, ბოლო დროს შედარებით უკეთესი პერიოდი აქვთ, რაც მათ შედეგებზეც აისახება.
“ლაციოსა” და “ინტერს” შორის კი სატურნირო ცხრილში 14 ქულაა სხვაობა, თუმცა ამ შემთხვევაში ფავორიტის დასახელება უფრო გაგვიჭირდება. რომაელებს გუნდის ტრავმირებული ლიდერები დაუბრუნდნენ, თუმცა “ინტერის” მხარეს რობერტო მანჩინის გამოცდილებაა.
ბრძოლა ევროსაგზურისთვის
ევროპის ლიგაზე გამსვლელ ვაკანტური მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტები “ფიორენტინა” და “სამპდორია” არიან.
ფლორენციელები მოახლოებულ ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლის” ესტუმრებიან. მასპინძლებს სერია ა-ში დარჩენა ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ და არც მეტის მიღწევის ამბიცია აქვთ. ასე რომ, ამ წყვილში “ფიორენტინას” გამარჯვებაა მოსალოდნელია.
ანალოგიური ვითარებაა “უდინეზე” – “სამპდორიას” წყვილშიც. მასპინძლები სეოზნის დასკვნით ნაწილს უხეშად რომ ვთქვათ მოვალეობის მოხდის მიზნით ატარებენ. “სამპდორიას” კი ბოლოდროინდელი წარუამტებლობების შემდეგ ქულები ჰაერივით ესაჭიროება.
ტურის ყველა მატჩი
09.05 | 20:00 | იუვენტუსი | -:- | კალიარი | დაწვრილებით | |||
09.05 | 22:45 | მილანი | -:- | რომა | დაწვრილებით | |||
10.05 | 14:30 | კიევო | -:- | ვერონა | დაწვრილებით | |||
10.05 | 17:00 | ჩეზენა | -:- | სასუოლო | დაწვრილებით | |||
10.05 | 17:00 | უდინეზე | -:- | სამპდორია | დაწვრილებით | |||
10.05 | 17:00 | პალერმო | -:- | ატალანტა | დაწვრილებით | |||
10.05 | 20:00 | ემპოლი | -:- | ფიორენტინა | დაწვრილებით | |||
10.05 | 20:00 | პარმა | -:- | ნაპოლი | დაწვრილებით | |||
10.05 | 22:45 | ლაციო | -:- | ინტერი | დაწვრილებით | |||
11.05 | 22:45 | ჯენოა | -:- | ტორინო | დაწვრილებით |