“რეალმა” “ვალენსია” ვერ გატეხა
ესპანური პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” უმასპნიძლა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა 2-2 დასრულდა, რაშიც დიდი როლი ვალენსიელთა კიპერს, დიეგო ალვესს მიუძღვის, რომელმაც “რეალის” ფეხბურთელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო და მათ შორის რონალდუს დარტყმული 11 მეტრიანიც.
თუმცა, მანამდე “ვალენიამ” ორი ბურთით მოახერხა დაწინაურება. მე-19 წუთზე ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა, 7 წუთში კი უპირატესობა ორამდე ხავი ფუეგომ გაზარდა. მატჩის 45-ე წუთზე რონალდუს გაცუდებული პენალტის დრო დადგა, თუმცა გოლის გატანა “რეალმა” მაინც შეძლო და შესვენების შემდეგ 11 წუთში პეპემ სხვაობა შეამცირა. 84-ზე ისკომ ულამაზესი დარტყმით გაათანაბდა და დარჩენილი წუთები მადრიდელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ ტაბლოზე ანგარიშ აღარ შეცვლილა.
ამრიგად, პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალი” “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები ძალიან შეიმცირა.