“მილანმა” წარუმატებელი სერია “რომასთან” შეწყვიტა
იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში “მილანმა” “რომას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.
ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს კეისუკე ჰონდას პასით ვან გინკელმა გახსნა და ტაიმიც მილანელთა გამარჯვებით დასრულდა. 59-ე წუთზე მასპინძლებმა დესტროს გოლით უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ამ შემთხვევაშიც ასისტენტობა ჰონდამ გასწია. ანგარიშში სხვაობა 73-ე წუთზე წუთზე, ტოტის მიერ შესრულებული პენალტით შემცირდა და დარჩენილ წუთებშიც რომაელები ქულის გადარჩენას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ და “მილანის” 5 მატჩიანი წარუამტებელი სერია ძლიერ მეტქოესთან მოპოვებული გამარჯვებით შეწყდა.
მილანი 2-1 რომა
გოლები: ვან გინკელი 40′ (1:0); დესტრო 59′ (2:0); ტოტი 73′ (2:1);