დესტრო: “რომასთან მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო”
“მილასის” ფორვარდმა, მატია დესტრომ “რომასთან” მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “სან სიროზე” მილანელებმა “რომას” ანგარიშით 2:1 სძლიეს. გამარჯვების გოლის ავტორი კი სწორედ რომაული კლუბიდან “მილანში” იჯარის წესით გადაბარგებული დესტრო გახდა.
“ჩემთვის ეს განსაკუთრებული თამაში იყო, რომლის მაღალ დონეზე ჩატარება მსურდა. “ნაპოლისთან” შეხვედრაში წარუმატებლად ვითამაშეთ, ამიტომ დღეს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გვსურდა კარგი თამაშის ჩვენება.
ჯერჯერობით არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა და არც იმაზე გიპასუხებთ ჩემი ბედი რუდი გარსიას ხელშია თუ არა. ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა” – განაცხადა დესტრომ.