ვენგერი: “არ ვფიქრობ, რომ უოლკოტს “არსენალის” დატოვება სურს”
“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თეო უოლკოტის მომავალზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ თეოს “მეთოფეებთან” მიმდინარე ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
“ის ჩვენი გუნდის ნაწილია. თეოს ბევრი მატჩი აქვს ჩვენი კლუბის მაისურით ჩატარებული, არაა მიზეზი, რის გამოც წასვლა უნდოდეს,”-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
“თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ის წავა, არავინ იტყვის, რომ უოლკოტი “არსენალის” ერთგული არაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს”.
“თავდამსხმელს საუკეთესო წლები 26-32 წლის ასაკში აქვს. ამიტომ, მან ეს დრო უნდ გამოიყენოს საუკეთესოდ”.