პრიმერა: 36-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 36-ე ტურის მიმოხილვას.
რეალი – ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” უმასპნიძლა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა 2-2 დასრულდა, რაშიც დიდი როლი ვალენსიელთა კიპერს, დიეგო ალვესს მიუძღვის, რომელმაც “რეალის” ფეხბურთელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო და მათ შორის რონალდუს დარტყმული 11 მეტრიანიც.
თუმცა, მანამდე “ვალენიამ” ორი ბურთით მოახერხა დაწინაურება. მე-19 წუთზე ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა, 7 წუთში კი უპირატესობა ორამდე ხავი ფუეგომ გაზარდა. მატჩის 45-ე წუთზე რონალდუს გაცუდებული პენალტის დრო დადგა, თუმცა გოლის გატანა “რეალმა” მაინც შეძლო და შესვენების შემდეგ 11 წუთში პეპემ სხვაობა შეამცირა. 84-ზე ისკომ ულამაზესი დარტყმით გაათანაბდა და დარჩენილი წუთები მადრიდელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ ტაბლოზე ანგარიშ აღარ შეცვლილა.
ამრიგად “ვალენსიასთან” სეზონში მეორედ ვერმოგებული მატჩის შემდეგ, პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალი” “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები ძალიან შეიმცირა.
ბარსელონა – სოსიედადი
მორიგი სამი ქულა უპრობლემოდ მოიპოვა “ბარსელონმ”. გასულ ტურში კატალონიელებმა “რეალ სოსიედადს” უმაპინძლეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტში, ნეიმარის გოლით გაიხსნა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი პედრომ ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში გაათანაბრა.
ამ გამარჯვებით კატალონიელებმა პირვლეობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალთან” სხვაობა 4 ქულამდე გაზარდაეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” ჩემპიონობის გაფორმება უკვე დამდეგ ტურში შეეძლება.
ლევანტე – ატლეტიკო
ტურის კიდევ ერთი ვალენსიურ-მადრიდული დაპირისპირება ბერნაბეუზე დაფიქსირებული შედეგის მსგავსად, 2:2 დასრულდა.
“ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე დავიდ ბარალის გოლით მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა მადრიდელებმა წონასწორობა სამ წუთში სიკეირას გოლით აღადგინეს. მეორე ტაიმში „ლევანტე“ კვლავ დაწინაურდა – 63-ე წუთზე თავი უჩემ გამოიჩინა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე თავისი გუნდი შესაძლო მარცხისგან ფერნანდო ტორესმა იხსნა.
საბოლოოდ, 2:2 და „ატლეტიკო“ 77 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, „ლევანტე“ კი 36 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 22:45 | ეიბარი | 0:2 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
09.05 | 18:00 | გრანადა | 2:0 | კორდობა | დაწვრილებით | |||
09.05 | 20:00 | ბარსელონა | 2:0 | სოსიედადი | ვიდეო | |||
09.05 | 22:00 | რეალი | 2:2 | ვალენსია | ვიდეო | |||
09.05 | 23:55 | ბილბაო | 1:1 | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
10.05 | 14:00 | ლევანტე | 2:2 | ატლეტიკო | ვიდეო | |||
10.05 | 19:00 | ვილიარეალი | 1:0 | ელჩე | დაწვრილებით | |||
10.05 | 21:00 | ალმერია | 1:2 | მალაგა | დაწვრილებით | |||
10.05 | 23:00 | სელტა | 1:1 | სევილია | ვიდეო | |||
11.05 | 22:45 | რაიო ვალეკანო | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით |