ინგლისური კლუბები ბენზემასთვის იბრძვიან
მადრიდელებს ფრანგი თავდამსხმელის გაყიდვა უახლოეს ზაფხულში სურთ.
ბრიტანული გამოცემა, Daily Star იტყობინება, რომ კარიმ ბენზემას ტრანსფერისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ლივერპული” იბრძვიან.
“სამეფო გუნდი” 9-იანში 40 მილიონ ფუნტს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს თანხა არ შეაშინებს “მანჩესტერ იუნაიტედს” და “არსენალს”, რადგან ეს ორი გუნდი მზადაა, მომავალი სეზონიდან “ჩელსის” ჩემპიონობისთვის კონკურენცია გაუწიოს. ვნახოთ, რა გამოუვათ მერსისაიდელებს.
კარიმი “ბერნაბეუზე” მეექსვე სეზონს ატარებს. მიმდინარე წელს, 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა.