დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
იუვენტუსი პალერმოს შეუთანხმდა
“იუვენტუსი” “პალერმოს” პაულო დიბალას ტრანსფერზე შეუთანხმდა. ტურინელები ახალგაზრდა შემტევში 28 მილიონ ევროს გადაიხდიან. ბონუსების სახით კი შემდეგ 8 მილიონსაც დაამატებენ.
მანჩესტერი ვან პერსის გაყიდვას აპირებს
რობინ ვან პერსი “მანჩესტერ იუნაიტედი”, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. ფეხბურთელი კლუბის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის სამომავლო გეგმებში არ შედის.
ჩეხი ბეშიქთაშს ელაპარაკება
პეტარ ჩეხი ზაფხულში, შესაძლოა, “ბეშიქთაშში” გადავიდეს. ინფორმაცია მეკარის აგენტმა ვიქტორ კოლარმა გაავრცელა.
პოგბა სიტის უახლოვდება
“იუვენტუსის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა, შესაძლოა ინგლისში დაბრუდეს. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენს, რომელიც ფრანგში 70 მილიონ გირვანქას იხდის.
აიაქსი ვან დერ ვაარტს იწვევს
“აიაქსის” ხელმძღვანელებმა კლუბში დაბრუნება რაფაელ ვან დერ ვაარტს შესთავაზეს. ამსტერდამელები ნახევარმცველს ხელფასის სახით სეზონში მილიონ ევროს სთავაზობენ.