ჩავის უნიკალური მიღწევა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩი “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული 150-ე შეხვედრა გახლდათ.
35 წლის ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ასეთ ნიშნულს მიაღწია.
მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 149 მატჩი აქვს ჩატარებული.
შემდეგ პოზიციებზე არიან: რაიან გიგზი (145 მატჩი), რაული (142 მატჩი) და კლარენს ზეედორფი (125 მატჩი).