პრევიუ: “რეალი” – “იუვენტუსი”
გუშნდელი ნახევარფინალისგან განსხვავებით “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის შეხვედრაში ინტრიგა საკმაოდ დიდია. თავდაპირველად ფავორიტად “რეალი” სახელდებოდა, თუმცა პირველი მატჩის შედმეგ, რომელიც “იუვემ” მაღალ დონეზე ჩაატარა, გუნდების შანსები თანაბარია.
მოსალოდნელია, რომ ტურინული თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტი გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს. ერთი კვირის წინ “რეალმა” 4-4-2 სქემით ითამაშა, რომელშიც თავდასხმაში ბეილი-რონალდუ მოქმედებდნენ. დღეს, მადრიდელთა მხრიდან ასეთი ფორმაცია ფაქტობრივად გამორიცხულია ვინაიდან “რეალს” ტრავმის შემდეგ კარიმ ბენზემა დაუბრუნდა. ესპანური პრესა არც იმას გამორიცხავს, რომ მადირდელები 4-3-3-ს დაუბრუნდებიან, სადაც ბეილი და რონალდუ ვინგერები იქნებიან, ცენტრაფორვარდის ფუნქციას კი ფრანგი შეასრულებს. ტურინში ჩაგდებული თამაშის შემდეგ დაცვის ცენტრს დაუბრუნდება სერხიო რამოსი.
“იუვენტუსში” კი ცვლილებების ალბათობა მინიმალურია და მხოლოდ პოლ პოგბას დაბრუნებითაა გამოწვეული, რომელსაც ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. მართალია, ფრანგი ნახევარმცველი მთელი მატჩის სათამაშოდ მზად არ არის, თუმცა მისი სკამზე დატოვება მაინც ნაკლებადაა სავარაუდო.
რეალი (1) – (2) იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი – კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო – როდრიგესი, კროოსი, ისკო – ბეილი, ბენზემა, რონალდუ
იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – პოგბა, პირლო, მარკიზიო – ვიდალი – მორატა, ტევესი