“მეტალურგი” – “ვიტ ჯორჯია”: ფრე “სიონის” სასარგებლოდ
უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა რუსთავში აუტსაიდერთა დაპირისპირება იყო. თუმცა, მატჩმა მოლოდინი ვერ გაამრთლა და “ფოლადზე” მცირე რაოდენობით შეკრებილმა გულშემატკივრებმა მოსაწყენი თამაში იხილეს.
შეხვედრა “ვიტის” უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი მომენტი მე-10 წუთზე რუსთვალებმა, კუთხურიდან შექმნეს, რასაც “ვეტერინარებმა” ლობჟანიძის გარღვევით უპასუხეს, რომლის სახიფათო გადაცემას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ.
პირველ ტაიმში 45-ე წუთამდე განსაკუთრებული არაფერი შემქნილა. ბოლო წუთზე კი კვლავ ლობჯანიძემ იაქტიურა, თუმცა ეპიზოდი მისი არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
შესვენების შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა კიდევ უფრო მეტად იყო თვალში საცემი. სტუმრები ფაქტობრივად მთელი 45 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აქტიური საბაძე იყო, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კარში ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი “მეტალურგის” კარის დარაჯმა, ნარიმანიძემ იყოჩაღა, როდესაც რამდენიმე მეტრიდან დარტყმულზე მოახდინა რეაგირება და მეტოქეს არ გაატანინა.
საბოლოოდ, “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა ანგარიშზე არ აისახა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა, რაც “სიონისთვის” იდეალური შედეგი აღმოჩნდა. ბოლნისელებმა საკუთარი შეხვედრა მოიგეს და შედეგად “მეტალურგიც” და “ვიტ ჯორჯიაც” გასავარდნ ზონაში, მე-15 და მე-16 ადგილებზე აღმჩნდნენ.
მეტალურგი 0-0 ვიტ ჯორჯია
მეტალურგი: ნადირაძე, ნარიმანიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, მიქაუტაძე, ბერუაშვილი, სარიშვილი, ზვიადაძე, ბარამიძე, ჩიკვაიძე, ბარაბაძე
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ფაცხაშვილი, ხიზანეიშვილი, გაბაშვილი, ოქროპირიძე, კილასონია, ციცქიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, ებანიძე, კურდღელაშვილი, ხვისტანი, დადიანი, ბუნტური.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი