გოლების წვიმა „დინამო არენაზე“
საქართველოს უმაღლესი ლიგის 28-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ზუგდიდი“ მიიღო. ამ ტურის წინ თბილისელები მესამე ადგილზე იმყოფებიოდნენ და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩებოდა და ჩემპიონობის თეორიულ შანნსაც ინარჩუნებდა.
მასპინძლებმა თამაში თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყეს. უკვე მეორე წუთზე „ლურჯ-თეთრების“ თავდამსხმელმა გიორგი ჩირგაძემ გოლიც კი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ის თამაშის წესის დარღვევის გამო არ ჩათვალა. თუმცა, „დინამოს“ 23 ნომერმა თავის გამოჩენა ამ შეხვედრაში კიდევ არაერთხელ მოახერხა. მე-15 წუთზე ანგარიში ჭანტურიშვილმა გახსნა. ორ წუთში აქტიურმა საბა ლობჟანიძის პასის შემდეგ პაპუნაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
„დინამო“ შეტევას აგრძელებდა. მე-20 და 22-ე წუთებზე ლაშა შერგელაშვილის დარტყმულს მეკარე ივარდავა გაუმკლავდა. 27-ე წუთზე ზუგდიდელთა კარის დარაჯმა ამჯერად ლობჟანიძის დარტყმული მოიგერია, ერთ წუთში გოლის გატანის საშუალება არც პაპუნაშვილს მისცა. 34-ე წუთზე პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ჩირგაძის თავით დარტყმული კი სტუმართა კარს დიდი მანძილის ასცდა. ოთხ წუთში თავით საკმაოდ კარგად გველესიანმა დაარტყა, მაგრამ „ზუგდიდის“ მეკარემ ამჯერადაც იყოჩაღა. 38-ე წუთზე რენე ფერეირა დაშავდა, ბრაზილიელმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი კი სტეფან ბუკორაცმა დაიკავა. მე-40 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ამჯერად ჯანელიძე შევიდა, რომელმაც თავისუფალი ჩირგაძე მონახა და საგოლე პასით მოამარაგა – 3:0. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე „ზუგდიდს“ გოლის გატანა საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეეძლო, თუმცა ეპიზოდი სტუმართა სასარგებლოდ არ დასრულებულა. 57-ე წუთზე საბა ლოჟანიძე ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. 64-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევის გამო მსაჯმა ლაშა შერგელაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა – ზუგდიდელებს კი გოლის გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მისული შოთა ლომიას დარტყმული ძელს მოხვდა, ანგარიში უცვლელი დარჩა. ერთ წუთში გიორგი ჩირგაძემ დუბლი მიითვალა – 4:0.
72-ე წუთზე შეცვლაზე შესულ ჯიღაურს გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. ხუთ წუთში „ზუგდიდის“ საჯარიმოში მორიგი არეულობა შეიქმნა, რითაც ჯაბამ ამჯერად ისარგებლა და ზუსტად დაარტყა – 5:0. სამ წუთში თავი ვახტანგ ჭანტურიშვილმაც გამოიჩინა, მსაჯის მიერ დამატებული დროის პირველ წუთზე კი ჩირგაძემ ჰეთთრიკი შეასრულა.
საბოლოოდ, 7:0 და თბილისელებმა ცხრილში ბათმის „დინამოს“ გაუსწრეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგეს.
„დინამო“ – „ზუგდიდი“ 7:0
გოლები: ჭანტურიშვილი 15′, პაპუნაშვილი 17′, ჩირგაძე 40′, 66′, 90′, ჯიღაური 78′, ჭანტურიშვილი 80′
„დინამო“: ჭანტურიშვილი, გველესიანი, რენე (ბუკორაცი 38′), კაკაბაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე (კიტეიშვილი 70′), პაპუნაშვილი, ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 57′), ჯანელიძე, ჭანტურიშვილი, ჩირგაძე
„ზუგდიდი“: ივარდავა, რიგვავა (კუკავა 46′), ლომია, აკობია, კობერიძე (ქირია 46′), მეგრელიშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, ენდელაძე, კუტალია (ეხვაია 73′), გუგუჩია
გაფრთხილებები: ბუკორაცი 48′, შერგელაშვილი 64′, გველესიანი 90′ – კობერიძე 41′ მეგრელიშვილი 83′, ეხვაია 85′