“იუვენტუსმა” მადრიდში იზეიმა
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონას” წინააღმდეგობას “იუვენტუსი” გაუწევს. ტურინელებმა გადამწყვეტი მატჩის საგზური მადრიდში, “რეალთან” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში მოიპოვეს, რომელიც 1:1 დასრულდა.
მატჩი მადრიდელებმა დამაჯერებლად დაიწყეს, დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 23-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტითაც დაწინაურდნენ. შესვენების შედმეგ მოედანზე სურათი შეიცვალა. “იუვემ” თამაში გაათანაბრა და 57-ე წუთზე მორატამ სავსებით ლოგიკური გოლით ანგარიში გაათანაბრა და 2 მატჩის ჯამში საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მიუხედავად რამდემიე სახიფათო შეტევისა, ანგარიში აღარ შეცვლილა და ბერლინის საგზური “იუვენტუსმა” მოიპოვა.
რეალი 1-1 იუვენტუსი
გოლები: რონალდუ 23′ (1:0); მორატა 57′ (1:1)
“რეალი”: კასილასი, კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო, ხამესი, კროოსი, ისკო, ბეილი, ბენზემა (ჩიჩარიტო 67′), რონალდუ.
“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო (ბარძალი 79′), პოგბა (პერეირა 89′), ვიდალი, ტევესი, მორატა (ლიორენტე 84′).