ლუის ენრიკე მე-11 მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში გუნდი ლიგის ფინალში გაიყვანა
კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმძიმესი სტარტის, საშინელი შემოდგომის, ლეო მესისთან კონფლიქტისა და ათასი ქარტეხილის გმირულად გამოვლის შემდეგ, ლუის ენრიკე დიად მწვრთნელთა შორის დასაკმვიდრებლად პირველ ნაბიჯებს დგამს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხებამ ენრიკე თავის სადებიუტო სეზონში უდიდეს წარმატებასთან მიაახლოვა.
“ბარსას” მესაჭე გახდა მე-11 მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც თავისი გუნდი სადებიუტო სეზონშივე გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ადრე, მსგავსი წარმატებისთვის მიუღწევიათ იუპ ჰაინკესს(“რეალი”, 1997/98), ოტმარ ჰიტცფელს(“ბაიერნი”; 1998/1999), ექტორ კუპერს(1999/2000), კლაუს ტოპმიოლერს(“ლევერკუზენი”; 2001/2002), რაფაელ ბენიტესს(“ლივერპული”; 2004/2005), ავრაამ გრანტს(“ჩელსი”; 2007-2008), ხოსეპ გვარდიოლა(“ბარსელონა”; 2008/2009), ლუის ვან გაალს(“ბაიერნი”; 2009/2010), რობერტო დი მატეოს(“ჩელსი”; 2011/2012) და კარლო ანჩელოტის(“რეალი”; 2013/2014)