პატრის ევრამ ლუის სუარესზე კომენტარი გააკეთა
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა პატრის ევრამ ლუის სუარესის შესახებ და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში, ლუის სუარესმა ფრანგ მცველს რასისტული შეურაწყოფა მიაყენა, რასაც მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
13 მაისს, გაირკვა, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. ევრასა და სუარესს ერთმანეთთან დაპირისპირება ისევ მოუწევთ. ცხადია, ჟურნალისტებს ძველ ინციდენთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდათ.
“ამ კითხვას ბევრი ადამიანი მისვამს. ჩემთვის, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებ. ვამაყობ იმით, რაც ვარ და ვამაყობ ჩემი ფერით. რაც შეეხება სუარესს, მას ხელს ჩამოვართმევ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს”, – ციტირებს ევრას სიტყვებს Espnfc.com.