“სევილიამ” ფლორენციაშიც მოიგო
ევროპის ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში “სევილიამ” “ფიორენტინა” ფლორენციაშიც დაამარცხდა.
ესპანეთში მოპოვებული 3:0-ის შემდეგ “სევილიას” ფინალში თამაში ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ემერის გუნდმა ფლორენციაშიც თავდაუზოგავად ითამასა და სტუმრადაც იმაჯრვა.
ანგარიში სტუმრებმა 22-ე წუთზე ბაკას ძალისხმევით გახსნეს, 5 წუთში კი დანიელ კარიჩომ მეორეც გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა და “სევილიას” 27 მაისს ვარშავაში გასამართი ფინალური მატჩის საგზურიც გაუფორმა.
ფიორენტინა 0-2 სევილია
გოლები: ბაკა 22′ ; კარიჩო 27′