ბეილმა კრიტიკოსებს უპასუხა
გარეთ ბეილმა კრიტიკოსებს უპასუხა და განაცხადა, რომ “იუვენტუსთან” შეხვედრაში საკუთარი თამაშით კმაყოფილია.
ნათელია, რომ მიმდინარე სეზონში უელსელი საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. ბეილი ვერც ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩი იყო მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც “იუვენტუსთან” რამდნეიმე საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.
ტურინელებთან დაპირისპირებამდე კი მისმა აგენტმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბეილს მადრიდში თანაგუნდელები სათანადოდ არ ეხმარებიან. თავად ფეხბნურთელმა კი მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ განსაკთრებულ პრობლემას ვერ ხედავს
“მქონდა მცირე ჩავარდნებიც და შედარებით კარგი პერიოდებიც, თუმცა კრიტიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. შესაძლოა, იმდენი გოლი ვერ გავიტანე რამდენსაც ვგეგმავდი, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ მითამაშია. მთავარია, რომ საკუთარი შეცდომები გავაანალიზო და ამ სეზონიდან საჭირო დასკვნები გამოვიტანო”
უელსელმა ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონში საკუთარი გუნდის შანსებზეც ისაუბრა:
“ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვსურდა თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით და მიზნის მისაღწევად მომდევნო სეზონში ვიბრძოლებთ. ახლა კი პრიმერაში გვრჩება მცირე შანსი, რომლისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ.