WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (252908) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

თარიღი: მაისი 16, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.

ბეილი მანჩესტერის ინტერესთა სფეროში რჩება

“მანჩესტერ იუნაიტედი” გარეთ ბეილის ყიდვის იდეაზე უარს არ ამბობს. ადიდასთან გაფორმებული კონტრაქტის წყალობით მანჩესტერულ კლუბს მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები ექნება.

რეინა ნაპოლის უბრუნდება

“ბაიერნის” მეკარე, პეპე რეინა, შესაძლოა, “ნაპოლის” დაუბრუნდეს. იტალიური კლუბი ესპანელს კონტრაქტს 2018 წლამდე სთავაზობს. მიმდინარე სეზონში 32 წლის მეკარემ ბუნდესლიგაში 3 თამაში ჩაატარა.

პედრო ბარსელონაში რჩება

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიედამ პედროს მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთელი კლუბისთვივს მნიშვნელოვანია და კლუბში დარჩება. პედროს გადაბირება ლონდონის “არსენალს” სურს.

მილანი აბიატის და აბატეს შეინარჩუნებს

“მილანის” ხელმძღვანელობა კრისტიან აბიატის და ინიაციო აბატეს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს. იტალიური პრესის ცნობით კლუბს პაცინი, მექსესი და ნაიჯელ დე იონგი დატოვებენ.

ბენიტესი ვეტ ჰემში? 

“ნაპოლის” მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს. “ლივერპულის” და “ჩელსის” ყოფილი დამრიგებლის მიმართ ინტერესს “ვესტ ჰემი” იჩენს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სემ ელერდაისი ტოვებს.



მსგავსი სიახლეები