პრიმერა: 37-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენტ პრიმერა დივიზონის 37-ე ტურის პრევიუს.
ატლეტიკო – ბარსელონა
ტურის მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა მადრიდიში გასამართი “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაა, სადაც გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები ჩემპიონობას იზეიმებენ. მეტიც, შესაძლოა “ბარსამ” ტიტული მარცხის შემთხვევაშიც კი მოიპოვოს, მაგრამ წაგების ალბათობა მცირეა, ვინაიდან ლუის ენრიკეს გუნდი სეზონის დასკვნით ეტაპს საოცრად კარგ ფორმაში შეხვდა და ფაქტობრივად შეუჩერებელია.
მოტივაცია მადრიდელებსაც აქვთ, რადგან “ატლეტიკო” მესამე პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგაში კვალიფიკაციის გარეშე მოსახვედრად მისი შენარჩუნებაც სურს. “ბარსელონასთან” მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, “ვალენსიამ” მადრიდელებთან სხვაობა 1 ქულამდე შეამციროს. ბოლო ტურში კი სიმეონეს გუნდს გადარჩენისთვის მებრძოლ “გრანადასთან” ელის ვიზიტი, რომელიც ძალიან რთული იქნება. ამიტომ, “ბარსელონასთან” სეზონის უკანასკნელ საშინაო შეხვედრაში წარმატებული თამაში “ატლეტიკოსთვის” არა მხოლოდ ღირსების საქმეა.
ერთი სიტყვით, “ვისენტე კალდერონზე” საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა მოსალოდნელი, რომელშიც ორივე გუნდი შედეგისთვის იბრძოლებს.
ესპანიოლი – რეალი
ჩემპიონთა ლიგიდან “რეალის” გამოვარდნის შემდეგ ხმები ანჩელოტის გადადგომის შესახებ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საუბრების მის სავარაუდო შემცვლელზეც არის და ამ პოზიციაზე ყველაზე რეალურ კანდიდატად იურგენ კლოპი სახელდება. თუმცა, სანამ “რეალს” ჩემპიონობის მათემატიკური შანსები მაინც აქვს, ანჩელოტის წასვლაზე საუბარი ნაადრევია. ბუნებრივია, რომ “რეალის” ფეხბურთელების და გულშემატკივრების ყურადღება მადრიდში გასამართ მატჩზე იქნება მიპყრობილი, მაგრამ ისიც მადრიდელებს არც საკუთარი შეხვედრა უნდა დაავიწყდეთ. ბარსელონაში სტუმრობა იოლი არასდროს არ ყოფილა. “ესპანიოლი” საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელიც მეტოქეს მედგარ წაინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა “რეალი” რა თქმა უნდა ფავორიტია.
ვილიარეალი – მალაგა
გასულ ტურში მოგების შემდეგ “მალაგა” მეშვიდე პოზიციაზე აღმონდა და სეზონის ბოლო ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსიც მოიპოვა. მასპინძლებს კი ევროსაგზური უკვე მოპოვებული აქვთ და სეზონს მომავალ შვებულებაზე ფიქრით ასრულებენ.
თუმცა, სეზონის უკანასკნელ საშინაო მატჩში მასპინძლებს გულშემატკივრები უბრძოლველად თამაშს არ აპატიებენ, ამიტომ “ელ მადრიგალზე” ბრძოლაა მოსალოდნელი.
ტურის ყველა მატჩი
17.05 | 21:00 | ვილიარეალი | -:- | მალაგა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ვალენსია | -:- | სელტა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ესპანიოლი | -:- | რეალი | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ხეტაფე | -:- | ეიბარი | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | კორდობა | -:- | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | სოსიედადი | -:- | გრანადა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ატლეტიკო | -:- | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | დეპორტივო | -:- | ლევანტე | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ელჩე | -:- | ბილბაო | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | სევილია | -:- | ალმერია | დაწვრილებით |