ხუთშაბათს ჩავი „ბარსელონადან“ წასვლას ოფიციალურად დაადასტურებს
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“ იტყობინება, ხუთშაბათს, 21 მაისს, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც კატალონიური კლუბიდან წასვლას ოფიციალურად დაადასტურებს. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, 35 წლის შუახაზელი ყატარულ „ალ-სადში“ გადასვლას დაადასტურებს.
განვლილ კვირას ჩავი „ბარსასსთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე მან 23-ე ტიტული მოიგო – ჩავი რვაჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ორჯერ ესპანეთის თასი მოიგო. ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული ჩავი ექვსჯერ აღმოჩნდა, ჩემპიონთა ლიგა კი სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ორი ევროპის სუპერთასი და ორი საკლუბო მუნდიალია.