20წ ალაფა, უმცროსი ბორჯღალოსნები ლისაბონში შშმ პირებს დაუმეგობრდნენ
ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მეორე ტურში ფიჯისთან ჩატარებული მძიმე და დაძაბული მატჩის მეორე დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ნუნო ბელმარის ცერებრალური დამბლით დავაადებულთა ცენტრს ესტუმრნენ.
ჩვენმა ბიჭებმა ცენტრის ბინადრებთან ერთად ორი საათის განმავლობაში ადგილობრივ ტყე-პარკში ისეირნეს, აჩუქეს ბურთები და ძალიან თბილის საღამო გაატარეს.
ფოტოები >>>
მესამე ტურისთვის
წინ ტურნირის მესამე ტურია, რომელშიც ჩვენი 20-წლამდელები მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 20 მაისს, ჟამორის სტადიონზე გაიმართება და ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება. საბედნიეროდ ჩვენი ბიჭები მომავალ თამაშს უტრავმოდ ხვდებიან.
საქართველო ორი მოგებით „ა“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. პორტუგალიელებმა ასპარეზობის პირველ ტურში ფიჯისთან 19:34, ხოლო შემდეგ ურუგვაისთან 26:37 დათმეს შეხვედრები და შესაბამისად ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. მაგრამ ამან მოწინააღმდეგეზე მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვიქმნას, ვინაიდან საკუთარ კედლებში ორი წაგების შემდეგ მასპინძლებს თამაშის მოსაგებად დიდი მოტივაცია ექნებათ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს გუნდები ერთმანეთს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში შეხვდენენ, რომელშიც უმცროსმა ბოღჯღალოსნებმა 44:14 აჯობეს მოწინააღმდეგეს.
მატჩების განრიგი (საქართველოს დროით):
12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი
16 მაისი საქართველო 30:13 ფიჯი
20 მაისი საქართველო – პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ
სატურნირო მდგომარეობა >>> http://www.worldrugby.org/tournament/1567/standings
Rugby.GE