“ნაპოლის” “იუვენტუსთან” შეხვედრის გადატანა სურს
“ნაპოლის” პრეზიდენტ, აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ მისი გუნდისა და “იუვენტუსის” შეხვედრა რომაული დერბის დროს გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, “ლაციო” – “რომას” შეხვედრა ორშაბათზე გადაიტანეს, რადგან “ლაციოს” ოთხშაბათს გასამართი თასის ფინალის შემდეგ დერბისთვის მოსამზადებლად დარჩენოდა დრო. “ნაპოლი” კი “იუვეს” შაბათს ეთამაშება, რაც კლუბის წარმომადგენლებს არ აწყობთ.
“ნაპოლი” ორ დედაქალაქურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში მოსახევდრად იბრძვის და ნეაპოლშიც შიშობენ, რომ რომაელები, რომლებსაც ტურინში გამართული მატჩის შედეგი ეცოდინებთ, შეხვედრას ფრედ დაასრულებენ.
Radio Kiss Kiss-ის ცნობით, დე ლაურენტისმა იტალიური ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომიტეტს უკვე მიმართა და გადაწყვეტილებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.