დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ბენიტესი ლივერპულში დაბრუნებას გეგმავს
“ნაპოლის” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იტალიის დატოვებას აპირებს და “ლივერპულში” დაბრუნებას გეგმავს. მისი ახლანდელი კლუბი კი ვაკანტურ პოზიციაზე სინიშა მიხაილოვიჩის მოწვევას აპირებს.
შალკე გომესით დაინტერესდა
გელზენკირეხნის “შალკეს” ინტერესთა სფეროში მარიო გომესი მოხვვდა. 29 წლის ფორვარდი “ფიორენტინას” ღირსებას იცავს, თუმცა იტალიური კლუბი მის გაყიდვას აპირებს.
ოლიმპიაკოსს ვიდიჩი სურს
ბერძნული ოლიმპიაკოსი ნემანია ვიდიჩით დაინტერესდა. სერბი მცველის “ინტერიდან” წასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია და ბერძნებიც მოვლენათა განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.
ბაიერნი სტერლინგზე ფიქრობს
“ბაიერნის” “ლივეპრულიდან” რაჰიმ სტერლინგის გადაბირებაზე ფიქრობს. მასთან მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლას ძმა, პერე გვერდიოლა აწარმოებს, რომელიც საფეხბურთო აგენტია.
ევერტონი ევანსის გადაბირებას აპირებს
“ევეროტნი” “მანჩესტერიდან” ჯონი ევანსის გადაბირებას აპირებს. 27 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 10 მილიონი გირვანქაა.