საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას შეუდგა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, პირველი ვარჯიში ჩაატარა. თამაზ კოსტავას გუნდი, 22 მაისის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო “White House”-ში დაბინავდა და ვარჯიშებს ე.წ. „მარაკანასა“ და ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს.
ამის შემდეგ, ქართველი გოგონები წვრთნას აზერბაიჯანში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ, 26 და 29 მაისს. მწვრთნელების მიერ გამოძახებული 20 მოთამაშიდან თბილისურ შეკრებას 18 გაივლის, ბაქოში კი მათ, კიდევ ორი გოგონა შეუერთდება.
ევრო 2017-ის პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე გამოძახებულები არიან:
მეკარეები: ჭკუასელი ნინო (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ნადირაშვილი (MFA Žalgiris, ლიტვა)
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (სკ „გურია“, საქართველო), ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, ანა ზაქაიძე (ყველა – სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (FC Samsung Abta, Turkey), ნინო სუთიძე (FC Niva Belkard Belarus).
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (FC Niva Belkard Belarus), ანა სინატაშვილი, ლანა გორგაძე (სკ „მართვე ქუთაისი“, საქართველო), მარიამ დანელია (სკ „აფხაზეთი“, საქართველო), მარი ბასილაძე, მედეა მუმლაძე (სს 35-ე სკოლა), ტატა მატვეევა (FC Konak Belediye, Turkey).
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (MFA Žalgiris ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (FC Adana İdmanyurduspor, Turkey), თამრიკო კვალიაშვილი (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო).
შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის სექტემბრიდან, ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში იწყებს ასპარეზობას. ქართველი გოგონების მეტოქეები შვეიცარიის, იტალიის, ჩრდ. ირლანდიისა და ჩეხეთის გუნდები იქნებიან.
სფფ-ის პრესსამსახური