ეურელიო გომესი: „ტოტენჰემი ფეხბურთელებს კარიერას უფუჭებს, იქ არასდროს გადახვიდეთ“
ცნობილი ბრაზილიელი მეკარე ეურელიო გომესი ფეხბურთელებს „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადასვლას არ ურჩევს.
„ტოტენჰემმა“ სოლდადოს სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა, თუმცა ის არ თამაშობს. დააკვირდით ლამელას – ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, თუმცა „ტოტენჰემში“ გადასვლის შემდეგ მას თამაში ნაკლებად უწევს.
ყველაფერი კლუბია ბრალია. ყველას ვურჩევდი, რომ „ტოტენჰემში“ არ გადავიდეს“, – განაცხადა „უტფორდის“ 34 წლის გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ გომესი „ტოტენჰემში“ 2008 წლიდან 2014 წლამდე ირიცხებოდა.