გალიანი: „ანჩელოტის ხშირად ვესაუბრები“
„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის ფილიპო ინძაგის მომავალზე ისაუბრა.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ სეზონის დასრულება ინძაგისთან ერთად გვსურდა, რის შემდეგად გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ანჩელოტი? მას ხშირად ვესაუბრები, ისევე, როგორც „მილანის“ სხვა ყოფილ დიდ თავკაცებს. მაგალითად, არიგო საკისთან და ფაბიო კაპელოსთან დიალოგი ხშირად მაქვს“, – განაცხადა გალიანიმ.
„რეალის“ ლიდერებმა პრესკონფერენციაზე პერესს ანჩელოტის დატოვება სთხოვეს