დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
მანჩესტერ იუნაიტედმა 16 წლის ბელგიელი მეკარე დაიმატებს
16 წლის ბელგიელი მეკარე, ილიას მუხტა სებატუი, რომელიც ლიეჟის “სტანდარტის” აღზრდილია, “მანჩესტერ იუნაიტედის” მოთამაშე გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კარის დარაჯის მიმართ ინტერესს “ჩელსის” იჩენდა, თუმცა ბელგიელმა მანჩესტერელებთან 3 წლიანი კონტრაქტის გაფრომება არჩია.
ბარტრა ბარსელონას ტოვებს
“ბარსელონას” მცველი, მარკ ბარტრა ზაფხულში, შესაძლოა, კატალონიურ კლუბს დაემშვიდობოს. მის მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის და ინგლისური პრემიერლიგის კლუბები იჩენენ. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება კი 10 მილიონი ევროა.
აიაქსი სილესენის გაშვებას არ აპირებს
“აიაქსის” სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერვარსამ განაცხადა, რომ ამსტერდამულ კლუბში მეკარის, იან სილესენის გაყიდვის შესაძლებლობა არ განიხილება. ჰოლანდიელი კიპერის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
ვან პერსის აგენტი იტალიაშია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის, რობინ ვან პერსის აგენტი იტალიაში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებთან გამართავს. პირველ რიგში საუბარი “იუვენტუსსა” და “რომაზეა”.
ნავასი რეალს დატოვებს
“რეალის” მეორე მეკარე, კეილორ ნავასი გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდა. იმ შემთხვევაში, თუ მადრიდული კლუბი კიდევ ერთი მეკარეს შეიძნს, ნავასის სხვა გუნდის ნახვა მოუწევს.