30-ე ტურის პრევიუ: უმაღლესი ლიგა დასასრულს მიუახლოვდა
უმაღლეს ლიგაში დღეს სეზონის უკანასკნელი, 30-ე ტური გაიმართება. ფაქტობრივად უკანასკნელ ტურში მხოლოდ ის არის გადასაწყვეტი, თუ რომელ გუნდს მოუწევს უმაღლესი ლიგის დატოვება და გადათამაშებაში ასპარეზობა.
გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი რუსთავის “მეტალურგია”, რომელიც მეორე წრეში ფინანსური პრობლემების გამო საშინლად ასპარეზობს. რუსთავებელი უკანასკნელი ტურის მატჩს ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართავენ და მოგების შემთხვევაში გადათამაშებაში მოხვედრის შანსს მიიღებენ. რუსთაველები უმაღლესში ადგილის შენარჩუნების დამატებით შანსს ფრის შემთხვევაშიც მიიღებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მათი მთავარი კონკურენტი, “ვიტ ჯორჯია” აუცილებლად უნდა დამარცხდეს.
მცხეთელები უკანასკნელ ტურში ქვეყნის ჩემპიონს სტუმრობენ. გორში დიდი ზეიმი იგეგმება და “დილას” მოგებაც ამ საზეიმო განწყობას ნამდვილად დაამშვენებდა. თუმცა ქულები რა თქმა უნდა მცხეთელებს უფრო სჭირდებათ და სტუმრებიც გაცილებით მოტივირებულები იქნებიან. აღნიშნულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო “დილას” რუსი ლეგიონერი, ალან ბაგაევი გამოტოვებს.
ბოლნისის “სიონს” კი უმაღესში ადგილის შესანარჩუნებლად უკანასკნელ ტურში უმოტივაციოდ მყოფ “გურიასთან” ქულის მოპოვებაც კი ჰყოფნის. ბურდულის შეგირდებამ ბათუმის “დინამოსთან” და “ზუგდიდთან” მოგებული შეხვედრებით კონკურენტებთან მნიშვნელოვანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი “სიონს” მხოლოდ გადათამაშებაში ემუქრება მოხვედრა.
ტურის ყველა მატჩი
22.05 | 17:00 | დინამო თბილისი | -:- | ჩიხურა | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | სამტრედია | -:- | მერანი | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | დილა | -:- | ვიტ ჯორჯია | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | კოლხეთი | -:- | ცხინვალი | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | მეტალურგი | -:- | ტორპედო | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | შუქურა | -:- | დინამო ბათუმი | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | სიონი | -:- | გურია | დაწვრილებით | |||
22.05 | 17:00 | ზესტაფონი | -:- | ზუგდიდი | დაწვრილებით |