„ლოკომოტივმა“ „ბორჯომი“ პენალტების სერიაში დაამარცხა
მიხეილ მესმის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულდა საქართველოს პირველი ლიგის პლეიოფის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „ბორჯომი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ შეხვდნენ.
მატჩმა მოლოდინი გაამართლა და მეტად დაძაბული გამოდგა. ანგარიში უკვე მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც გოლი „ლოკომოტივის“ მოთამაშემ გიორგი კიკნაძემ გაიტანა. ბორჯომელებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, თოთხმეტ4 წუთში გოლი ლევან როსტობაიამ გაიტანა, თუმცა ოთხ წუთში კვლავ კიკნაძის გოლით „ლომომოტიველები“ ისევ დაწინაურნდნენ.
პირველი ტაიმი, თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
მეორე ნახევრის მეექვსე წუთზე „ბორჯომმა“ გაიტანა – თავი მიხეილ ჩხარტიშვილმა გამოიჩინა. ანგარიში 86-ე წუთამდე არ შეცვლილა, რის შემდეგაც მამია გავაშელიშვილის გოლით „რკინიგზელები“ კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დავით კირვალიძის მიერ გატანილი ბურთით მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით ნახევარ საათში ანგარიში არ შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც უკეთესად თბილისელები გამოვიდნენ და ანგარიშით 4:2 მოიგეს – მესამე და მეოთხე პენალტის გატანა „ბორჯომის“ რიგებიდან ბექა მუმლაძემ და ვლადიმერ ჯოჯუამ ვერ შეძლეს.
ამრიგად, რუსთავის „მეტალურგთან“ უმაღლესი ლიგის დარჩენილი ერთი ადგილისთვის შეხვედრაში სწორედ თბილისელები ითამაშებენ.
„ბორჯომი“ – „ლოკომოტივი“ 3:3
გოლები: როსტობაია 29′, ჩხარტიშვილი 51′, კირვალიძე 90′ – კიკნაძე 15′, 33′, გავაშელიშვილი 86′
გაფრთხილებები: ჯოჯუა 36′ – დიასამიძე 72′