ხედირა: „რეალიდან“ ნამდვილად წავალ“
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.
„რეალიდან“ ნამდვილად არ წავალ. სეზონის ბოლო მატჩებში ჩემი არყოფნა ტრავმები არ იყო.
ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება არ მსურდა, ოქტომბერში კი კლუბმა სწორედ ამ ვადით მოქმედი ხელშეკრულება შემომთავაზა. უკვე დეკემბერში წასვლა გადავწყვიტე.
კონტრაქტი ჯერ არავისთან გამიფორმებია. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა“, – ციტირებს ხედირას გამოცემა „მარკა“.