ანჩელოტი: “ან “რეალში” დავრჩები, ან…”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჩელოტისა და “რეალს” შორის გაფორმებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდება, თუმცა ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მუშაობის გაგრძელებას არ გამორიცხავს.
“ჩემი მომავალი ჩემთვის სრულია ცხადია. მე ან “რეალში” დავრჩები, ან ერთწლიან პაუზას ავიღებ.
აქ დარჩენა მინდა. თუ კლუბს ჩემი დატოვება არ მოესურვება, ამასაც მივიღებ. არ გამიხარდება, მაგრამ რა გაეწყობა?!
ჩემთვის არავის უთქვამს, რომ “რეალში” აღარ ვიმუშავებ. ორშაბათს ან სამშაბათს დავილაპარაკებთ. დღეისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.