სუპერლიგის გათამაშებაში გამარჯვებული გულშემატკივრები გამოვლინდნენ
სუპერლიგის ტრადიციული გათამაშება გულშემატკივართათვის დასრულდა. სუპერლიგის ფინალურის სერიის მე-3 მატჩის დიდ შესვენებაზე გაიმართა ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა შესარჩევ ეტაპებში გამარჯვებულმა ოთხმა მონაწილემ მიიღო.
ფინალში ერთმანეთს გიორგი იმერლიშვილი და ნიკოლოზ კიშკო დაუპირისპირდნენ. მონაწილეები ერთმანეთს საჯარიმოს სროლებში შეეჯიბრნენ და გამარჯვება გიორგი იმერლიშვილს დარჩა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქეთი ქერდიყოშვილმა იმარჯვა და საპრიზო ადგილთან ერთად სპონსორებისგან დაწესებული პრიზები მიიღო.
სამივე გამარჯვებულს „ჯინო ფედერედაისის“ მოსაწვევი გადაეცათ. კომპანია „ვიტაბიოტიქსმა“ მოგებულები ვიტამინების ნაკრებით დააჯილდოვა. გათამაშეების მონაწილეებს პრიზები კომპანიის წარმომადგენელმა ნინო ჟვანიამ გადასცა. სუპერლიგის წამახალისებელ გათამაშებაში ყველა მონაწილემ საჩუქრად მიიღო ლუდი ნატახტარი, ხოლო გამარჯვებულს კომპანია „ნატახტარისგან“ ნაკრების წევრთა ხელმოწერილი კალათბურთის ბურთი გადაეცა.
კომპანია „ევროპაბეთმა“ 1-ელ ადგილზე გასული გულშემატკივარი 200 ლარით დააჯილდოვა, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50 ლარი გადასცა.