ფერნანდო იერო “რეალს” ტოვებს
მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწე ფერნანდო იერო კლუბს ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იეროს გადაწყვეტილება ანჩელოტის გათავისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. ესპანელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე ამცნო.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო “რეალში” გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდის სამწვრტნელო შტაბში ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავა.
გუნდი ასევე დატოვა ანჩელოტის მეორე თანაშემწე პოლ კლემენტმა, რომელიც უახლოეს პერიოდში “დერბი ქაუნთის” ჩაუდგება სათავეში.