“მანჩესტერი”: მიზანი “ბაიერნის” მცველის დამატებაა
“მანკუნიანელებმა” თვალი “ბაიერნის” ბრაზილიელ მცველს დაადგეს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსები კვლავ აქტიურად აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რათა დაცვის ხაზი გააძლიერონ. მიზანში 31 წლის მცველია.
ცოტა ხნის წინ, დანტემაც განაცხადა, რომ არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და ისეთ გუნდში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნება, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.
მიმდინარე სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში გამოცდილმა უკანახაზელმა 27 მატჩი ჩაატარა.