ევროპის ლიგა “სევილიამ” მოიგო
ვარშავაში გამართულ ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრაში “სევილიამ” “დნიპროს” 3:2 მოუგო. ტრადიციულად დნეპროპეტროვსკელთა სასტარტოში იყო ჯაბა კანკავა, რომელმაც მოედანზე 85 წუთი დაჰყო.
გამდამწყვეტ მატჩში ანგარიში უკრაინელებმა მე-7 წუთზე, ნიკოლა კალინიჩის გოლით გახსნეს, თუმცა 28-ე და 31-ე წუთებზე გატანილი გოლებით “სევილიამ” ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს. ესპანური გუნდის რიგებიდან თავი კრიხოვიაკმა და ბაკამ გამოიჩინეს. მაგრამ, ტაიმის მოგება ესპანელებმა ვერ შეძლეს, რადგან 44-ე წუთზე ლამაზი საჯარიმო დარტყმით როტანმა წონასწორობის აღდგენა შეძლო.
მეორე ნახევარი პირველის მსგავსად შედეგიანი არ გამოდგა. შესვენების შემდეგ მაყურებლებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს, რომელიც საბოლოოდ მატჩის ბედიც გადაწყვიტა. 73-ე წუთზე “დნიპროს” კარი კარლოს ბაკამ დალაშქრა და როგორც შემდეგ გაირკვა საბოლოო ანგარიში 2:3 დააფიქსირა.