ბაკა: „გამარჯვებას უფალსა და ჩემს ოჯახს ვუძღვნი“
„დნიპროს“ კარში დუბლის ავტორმა კარლოს ბაკამ განაცხადა, რომ ევროპის ლიგის მოგება უფალსა და თავის ოჯახს მიუძღვნა.
„მსურს, რომ ეს გამარჯვება უფალსა და კოლუმბიაში ჩემს ოჯახს მივუძღვნა. ეს უნიკალური შედეგია. ამ მომენტისგან სიამოვნების მიღება მსურს. ძალიან მიხარია, რომ გუნდს ორი გოლით დავეხმარე“, – განაცხადა ბაკამ.