ცხადაძემ უკრაინასთან და პოლონეთთან გასამართი მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 3 ივნისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ავსტრიაში მიემგზავრება. კახა ცხადაძის გუნდი 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
13 ივნისს, ვარშავაში, ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთის ნაკრებთან გამართავს. უახლოესი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: გიორგი ლორია „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“ (რუსეთი), როინ კვასხვაძე „ოთელოსი“ (კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი „ინტერი“ (აზერბაიჯანი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია „რუბინი“ (რუსეთი), უჩა ლობჟანიძე „ომონია“ (კვიპროსი), კახა ალადაშვილი „სკა ენერგია“ (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი „ტოსნო“ (რუსეთი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), გოგიტა გოგუა „სკა ენერგია“ (რუსეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია), ჯაბა კანკავა „დნიპრო“(უკრაინა);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე „ემპოლი“ (იტალია), მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი).
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მონაწილეობით, ორივე მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური