დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
რეალს პოგბა არ სურს
“რეალმა” კლუბის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით განაცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად მადრიდელები პოგბას თაობაზე არც “იუვენტუსთან” და არც მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკებებს არ აწწარმოებენ.
მუტუ ინდოეთში გამეგზავრება
“ჩელსის” და “იუვენტუსის” ყოფილი შემტევი ადრიან მუტუ კარიერას ინდოეთში გააგრძელებს, სადაც სუპერლიგის ბინადარ “პუნეს” მაისურს მოირგებს. 37 წლის მუტუს უკანასკნელი გუნდი “პეტრორული” იყო.
ჩერჩის პრიორიტეტი მილანია
“მილანის” ვინგერმა ალესიო ჩერჩიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტული მიზანი მილანურ კლუბში დარჩენა იქნება. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მილანალები ჩერჩის გასხვისებას აპირებენ.
ბენტეკეს მსურველები არ ჰყავს
ბირმინგემის “ასტონ ვილას” კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებები არ მიუღია. ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით ფორვარდის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნე, თუმცა “ვილას” თავკაცის, ტიმ შერვუდის თქმით კლუბს ბენტეკეს თაობაზე არავინ დაკავშირებია.
კოენტრაუ და ილიარამენდი “რეალში” რჩებიან
“რეალის” ხელმძღვანელობა ასიერ ილიარამენდის და ფაბიო კოენტრაუს გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით მათ შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მიიღებს, რომელიც დიდი ალბათობით რაფაელ ბენიტესი იქნება.