დღის 5 სატრანსფერო ჭორი
Fanebi.com წარმოგიდგენთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
არსენალის 25 მილიონიანი ტრანსფერი
“არსენალი” შემადგნელობის გაძლიერებას “პორტუს” ლიდერის, ჯექსონ მარტინესის გადაბირებით აპირებს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელები შემტევში 25 მილიონს გადაიხდიან. მარტინესის მიმართ ინტერესს “მილანიც” იჩენს.
ბაიერნი ბენატიაში 22 მილიონს ითხოვს
მილანის “ინტერს” დაცვის გაძლიერება სურს, რისთვისაც “ბაიერნიდან” მეჰდი ბენატიას გადაბირეას გეგმავს. გერმანელები მოთმაშის გასხვისებას არ გამორიცხავენ, თუმცა მის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროს ითხოვენ.
ფალკაო ჩელსის უახლოვდება
“მონაკოს” ფორვარდი რადამელ ფალკაო, შესაძლოა, მომდევნო სეზონშიც ინგლისში ვიხილოთ. მის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კოლუბმიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობდა და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.
ბაიერნის გიუნდოგანს 8 მილიონ გადაუხდის
“ბაიერნის” ხელმძღავანელობას ილკაი გიუნოგანის გადაბირება ძალიან სურს. მიუნხენელები მზად არიან “დორტმუნდის” მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 8 მილიონი ევრო შესთავაზონ.
ლივერპული კოვაჩიჩში 18 მილიონს იხდის
“ლივერპულმა” “ინტერს” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. მერსისადელები მზად არიან 21 წლის ხორვატში 18 მილიონი გადაიხადონ.