ქალთა ნაკრები ბაქოს შეკრებიდან დაბრუნდა
ბაქო, 29 მაისი, ისმეთ გაიბოვის სახელობის სტადიონი
აზერბაიჯანი – საქართველო 1:1
მაია დანგაძე 1:0, ლელა ჭიჭინაძე 1:1
საქართველ: ნადირაშვილი, კოჭლამაზაშვილი, პასიკაშვილი, გორგაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჩემინავა, ტატუაშვილი,ზაქაიძე, სუთიძე, სხირტლაძე.
ამ გუნდების პირველი შევხედრისგან განსხვავებით, ეს მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. იყო უხეში თამაში და ქართველმა გოგონებმა მცირედი ტრავმები მიიღეს. მასპინძლებმა, შეხვედრის პირველი ნახევრის დებიუტშივე ისარგელბლეს საქართველოს კართან შექმნილი გაუგებრობით და აზერბაიჯანელთა ქართული წარმოშობის მაია დანგაძემ, მას შემდეგ რაც ჩვენი მოთამაშისგან მიიღო პასი, ადვილად მოატყუა ქართველთა დაცვა და ბურთი მშვიდად შეაგორა ნადირაშვილის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში.
ისევე როგორც პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, ამ დღესაც გოლი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. ქართველთა 8 ნომერმა ანგარიში კაპიტნის, ტატა მატვეევას გადაცემის შემდეგ გაქვითა. „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვიბრძოლეთ ბოლომდე და თამაში ჩვენთვის სასაურველი შედეგით დავამთავრეთ“ – აღნიშნა მატჩის შემდეგ ლელა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, ეს გუნდები 26 მაისსაც შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი გოგონების აშკარა უპირატესობით წარიმართა და ლელა ჭიჭინაძის მიერ გადატანილი გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშითგავიმარჯვეთ კიდეც.
რაც შეეხება ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში ქართველი გოგონების მეტოქეებს. ამ დღეებში ამხანაგური შეხვედრები გამართეს – იტალიის და შვეიცარიის გუნდებმაც. იტალიელები იაპონიაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან დამარცხდნენ 2:0. შვეიცარლებმა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან დასთმეს შეხვედრა ანგარიშით 3:1. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქე, შვეიცარიის ქალთა ნაკრები, რამდენიმე დღეში ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატში ჩაებმება. კანადაში, 8 ივნისს შვეიცარლები სასტარტო მატჩს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
სფფ-ს პრესსამსახური