იოზილი: “არსენალის” ყველა გუნდს უნდა ეშინოდეს”
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი აცხადებს, რომ “მეთოფეების” ყველა გუნდს უნდა ეშინოდეს.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, “არსენალი” “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება.
“ფინალში ფავორიტად “არსენალს” მიიჩნევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მატჩი აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ამიტომ თითოეულ მატჩში ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. მეტოქეებს ჩვენი გუნდის უნდა ეშინოდეთ. ვფიქრობ, რთული მატჩი გველის”, – ამბობს იოზილი.